ნიკოლა მარიანი

სამოქალაქო სამართალი

MG Law-ს დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ნიკოლა მარიანის საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია ადგილობრივ და ტრანს სასაზღვრო შერწყმისა და ნასყიდობის გარიგებებთან, კომპლექსურ კომერციულ საკითხებთან და ერთობლივ საწარმოებთან, ასევე კომერციულ არბიტრაჟთან და წინა-სასამართლო დავების მოლაპარაკებებთან. ბატონი მარიანი წარმოადგენდა საერთაშორისო იურიდიული ფირმების პარტნიორს. ის ასევე მუშაობდა პარიზში „magic circle” იურიდიულ ფირმაში კორპორატიული და საერთაშორისო არბიტრაჟის დეპარტამენტებში. ის საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და იტალიურად.

Chambers Global და Chambers Europe, 2018 წელს ბატონი მარიანი აღწერეს, როგორც იურისტი, რომელიც „მას აქვს ხელშეკრულებების ძალიან კარგად ანალიზის უნარი“ და გამოირჩევა „კლიენტის დროის დაფასებისათვის“. Chambers Global და Chamber Europe-ის 2017 წლის გამოცემა აღნიშნავს, რომ მან შეიტანა „მრავალი გამოცდილება, შემოქმედება, საერთაშორისო შეხედულება ბიზნესს და შესანიშნავ ბიზნეს ქსელს“. იგი აღიარებულია ქართულ იურიდიულ ბაზარზე The Legal 500 EMEA, 2017 წელს. The Legal 500 EMEA-ში, 2016 წელს იგი შეაფასეს, როგორც „კომერციულად გამჭრიახი“ და Chambers Global-ში, როგორც აღიარებული პრაქტიკოსი იურისტი საქართველოში და უცხოელი ექსპერტი კანადაში, საფრანგეთსა და აშშ-ში. კატალოგში მოყვანილია კლიენტთა ციტატები, რომლებიც ამბობენ, რომ „ის არის მკაცრი მომლაპარაკებელი, იცის რა სურთ კლიენტებს და აძლევს რჩევებს, რომლებიც ეხება როგორც ბიზნეს, ისე სამართლებრივ საკითხებს“. ერთ-ერთი კლიენტი რეკომენდაციას უწევს მას და ამბობს, რომ „ის იყო ნამდვილად საოცარი – მისი მდიდარი ცოდნით, სამართლებრივი საკითხების ფართო ცოდნის მიღმა და ხელშეკრულების ფინანსური და ტექნიკური ნაწილის გაგებით“. ის ასევე შეფასებული იქნა Chambers Europe-ში 2015, 2016 და 2017 წლებში.

პერსონალური ინფორმაცია

მთავარი ინფორმაცია

ნიკოლა მარიანი MG Law-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე..

განათლება

Jean de Brébeuf College
ოტავას უნივერსიტეტი
OAS საერთაშორისო სამართლის კურსი

პროფესიული კვალიფიკაცია

ნიუ იორკი
კვებეკი, კანადა

საზოგადოების წევრობა
მრჩეველთა საბჭოს წევრი, თავისუფალი უნივერსიტეტი (თბილისი)
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (თბილისი)
იურისტთა კვალიფიკაცია კვებეკის ადვოკატთა ასოციაციის წევრი საფრანგეთში (თბილისი)
სავაჭრო პალატა საფრანგეთსა და იტალიაში (პარიზი)
საფრანგეთის ბიზნეს საბჭო (თბილისი)
მომსახურების სფერო

კაპიტალის ბაზარი
ენერგეტიკის კანონმდებლობა
საბანკო სფერო და ფინანსები
საინვესტიციო სამართალი
საკორპორაციო M&A

ენები
ინგლისური
ფრანგული
იტალიური