გიორგი სვანაძე

სამოქალაქო სამართალი

ბატონი გიორგი სპეციალიზირებულია საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო კონტრაქტების შემუშავებაში, სამართლებრივი საკითხების შესწავლის პროცედურებში, კოლიზიურ სამართალში, კომერციულ არბიტრაჟსა და სასამართლო წარმომადგენლობაში, ლიცენზირების რეგულაციებში, კონკურენციის სამართალში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, საბანკო და საფინანსო გარიგებებში, შრომისა და დასაქმებისა და მიგრაციის საკითხებში.
გიორგი სვანაძე ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს ქართველი მოსამართლეებისთვის, ნოტარიუსებისთვის, ადვოკატებისთვის, საჯარო და კომერციული რეესტრებისთვის კერძო საერთაშორისო სამართლის, სახელშეკრულებო სამართლის, საერთაშორისო სავაჭრო და ბიზნეს სამართლის, კომპანიებისა და საკორპორაციო სამართლის, შრომისა და დასაქმების სამართლის საკითხებზე.
გიორგი სვანაძე მისი საქმიანობისათვის აღიარებულია Legal 500 EMEA-ს მიერ და მოხსენიებულია, როგორც„შრომისმოყვარე, ჭკვიანი და გადაწყვეტილებაზე ორიენტირებული“.გარდა ამისა, Legal 500 EMEA აღნიშნავს, რომ ბატონი სვანაძე უძღვებოდა პროექტებს მიწის ნასყიდობის შესახებ კლიენტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ ნავთობისა და გაზის, ღვინის წარმოებისა და სამთო სექტორებში. ბატონი სვანაძე ასევე აღიარებულია Legal 500 EMEA-ს მიერ დავების გადაწყვეტის სფეროში, რადგან ის უძღვებოდა ადგილობრივ და ტრანს სასაზღვრო სამართალწარმოებას და არბიტრაჟს, ასევე ახორციელდება ტრანს სასაზღვრო სასამართლო საქმისწარმოებას უზენაეს სასამართლოში. მისი დისერტაციასა და სხვა პუბლიკაციებს ციტირებს უზენაესი სასამართლო.
Chambers and Partners-ის აზრით, გიორგი სვანაძე ხშირად აძლევს რჩევებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სხვადასხვა სახის გარიგებებზე, კორპორაციულ და კომერციულ საკითხებზე.„ის არის ძალიან სწრაფი და ეფექტური. ის გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით: მას შეუძლია იპოვოს ნებისმიერი სიტუაციის მოგვარების გზა და პასუხები“ – აღნიშნავს კლიენტი.

პერსონალური ინფორმაცია

მთავარი ინფორმაცია

MG Law-ს უფროსი პარტნიორი და დავების პრაქტიკის ხელმძღვანელი

განათლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბუცერიუსის სამართლის სკოლა
WHU Otto Beisheim Management School
ქრისტიან-ალბრეხტის უნივერსიტეტი
დოქტორანტურა საერთაშორისო კერძო სამართალსა და საერთაშორისო სამოქალაქო სასამართლოში
პეისის სამართლის სკოლა

სამუშაო გამოცდილება

EY-ს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი თბილისში
Rodl & Partner-ის უფროსი იურისტი

საზოგადოების წევრობა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატი 2006 წლიდან
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, საბჭოს წევრი
ევროპის ბიზნეს ასოციაცია, კომერციული და ბიზნეს სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს სამართლის ინსტიტუტი
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრი

პროფესიული კვალიფიკაცია

არბიტრაჟი და სასამართლო დავა
უძრავი ქონება
საინვესტიციო სამართალი
ენერგეტიკის კანონმდებლობა
შრომა და დასაქმება
საკორპორაციო M&A

ენები
ქართული
ინგლისური
გერმანული
რუსული