ანა ქოჩიაშვილი

სამოქალაქო სამართალი

ანა ქოჩიაშვილის საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია საკორპორაციო და კომერციული სამართლის საკითხებთან. ანა ჩართულია ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლის კვლევასა და ანალიზში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და სამართლებრივი შემოწმების პროცესში.

ემ ჯი იურიდიული ოფისის გუნდის წევრობამდე ანა ქოჩიაშვილი მუშაობდა დეკერტ ჯორჯიაში და პრაქტიკა გაიარა საერთაშორისო ფირმაში. ანა ასევე ჩართული იყო ქართული სასამართლოების პრაქტიკის კვლევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

პერსონალური ინფორმაცია

მთავარი ინფორმაცია

MG Law-ს იურიდიული დირექტორი

განათლება

თბილისის თავისუფალი უნივერსტიტეტი
კემბრიჯის უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის იურიდიული მხარდაჭერა ანაკლიის შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის, ფლობისა და გადაცემის ხელშეკრულების დასადებად ინვესტორის შერჩევისა და ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესში;
  • სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის იურიდიული მხარდაჭერა პასუხისმგებლობის გადაფარვის გარიგებაზე, რომელიც უკავშირდებოდა კორპორაციის 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 6.875% ობლიგაციებს და მოიცავდა ახალი ობლიგაციების გამოშვების პროცესს;
  • Betsson AB-ის იურიდიული მხარდაჭერა სათამაშო ბიზნესში ჩართული ქართული კომპანიის შესაძენად დადებული 85 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებაზე;
  • რას ალ ხაიმას მთავრობის იურიდიული მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით;
  • J.P. Morgan Securities plc და Merrill Lynch International, როგორც ერთობლივი მენეჯერების მხარდაჭერა სს ბიჯეო ჯგუფის მიერ 350 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების გამოშვების, შეთავაზებისა და გაყიდვის გარიგებაზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
საზოგადოების წევრობა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

მომსახურების სფერო

უძრავი ქონება
კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი
საბანკო და ფინანსური სფერო
საკორპორაციო M&A
არბიტრაჟი და სასამართლო დავა

ენები

ქართული
ინგლისური
გერმანული
რუსული